თბილისის განვითარების ფონდი დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოები თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ლაბუჩიძემ, ამავე რაიონის გამგებელმა, ნიკა ელისაშვილმა, მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი პაპავამ დაათვალიერეს.
სამუშაოების პირველი ეტაპი გასულ წელს დასრულდა.
ამჟამად მიმდინარეობს პროექტის შემდგომი ეტაპი - სასახლის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დარეჯანის სასახლის აივნების რეაბილიტაცია, სახურავის შეცვლა და დიდი ოთახის სარემონტო სამუშაოები. პროექტის ბიუჯეტი 405 000 ლარია.
გიორგი ტყემალაძე: „ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია“
მაისი 30,2024მომავალ სასწავლო წელს N109 საბავშვო ბაღი ახალი შენობით შეხვდება
მაისი 30,2024გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო
მაისი 22,2024